ივანიშვილი მზადაა, საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა ევროპაში - სამადაშვილი

18.04.25 13:34
ივანიშვილი მზადაა, საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა ევროპაში - სამადაშვილი

ივანიშვილი მზადაა, საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მიმოსვლა ევროპაში,  იმიტომ, რომ ასეთია რუსეთის დავალება, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი სალომე სამადაშავილი "ოცნების" ლიდერებს ახალ განცხადებებს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ივანიშვილი გუნდმა ახალი პროპაგანდა წამოიწყო, რათა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემთხვევაში, უკმაყოფილების ტალღა თავიდან აირიდოს. 

"ქართულმა ოცნებამ" არაერთი გაფრთხილება მიიღო, რომ მათი მხრიდან ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, დემონსტრანტების დარბევას, პოლიტიკური პატიმრების გაჩენას ქვეყანაში, შეიძლებოდა, გამოეწვია უვიზო რეჟიმის შეჩერება. ნაცვლად იმისა, რომ უდანაშაულო ადამიანები გამოუშვას ციხიდან ბიძინა ივანიშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ გამოიძონ ძალადობა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული პროცესი, ივანიშვილი მზადაა, რომ საქართველოს მილიონობით მოქალაქემ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპაში, იმიტომ, რომ ასეთია რუსეთის დავალება. სწორედ ის განცხადებები, რაც კეთდება ამ დღეებში, ეს არის უკვე ახალი პროპაგანდა "ქართული ოცნების", რომელიც ცდილობს, თავიდან აირიდოს ის უზარმაზარი უკმაყოფილების ტალღა, რასაც პოტენციურად ქვეყანაში შექმნის უვიზო მიმოსვლის დაკარგვა ევროკავშირთან. ცდილობენ, ტვინი გამოურეცხონ, რომ თითქოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეს არ სჭირდება, - ამბობს სამადაშვილი. 

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმაც. 

მსგავსი სიახლეები