წილოსანი: უვიზო მიმოსვლა კომფორტია, თუმცა თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ქვეყნის პატრიოტად დარჩება

18.04.25 13:34
წილოსანი: უვიზო მიმოსვლა კომფორტია, თუმცა თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ქვეყნის პატრიოტად დარჩება

 

 

უვიზო მიმოსვლა კომფორტია, თუმცა თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი თავისი ქვეყნის პატრიოტად დარჩება - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანი ამბობს, რომ "ეს კომფორტი" რასაც უვიზო მიმოსვლა ჰქვია, "ოცნებამ" დაიმსახურა და ტყუილად არავის მოუცია".

უვიზო მიმოსვლა ნამდვილად კომფორტულია, და ეს კომფორტი ჩვენ დავიმსახურეთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში - ყველა იმ განსაზღვრული ეტაპის გავლით, რაც ევროკავშირმა დაგვიწერა. შესაბამისად, ის ტყუილად არავის მოუცია .. 
თუმცა, თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად", - წერს წილოსანი.

"ოცნების" წევრები გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურებიან.

  • ფიშერმა თქვა: უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. 

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები