თუ უვიზო მიმოსვლას საფრთხე დაემუქრება, ეს მოძალადე რეჟიმის პასუხისმგბელობა იქნება - შარაშიძე

18.04.25 13:43
თუ უვიზო მიმოსვლას საფრთხე დაემუქრება, ეს მოძალადე რეჟიმის პასუხისმგბელობა იქნება - შარაშიძე

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით "ოცნების" ლიდერების განცხადებებს გახარიას გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე "სამარცხვინოს" უწოდებს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ თუ უვიზო რეჟიმს საფრთხე დაემუქრება, ეს სრულად "ოცნების" მოძალადე რეჟიმის პასუხისმგბელობა იქნება.  

სამარცხვინო განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ "ოცნება" აგრძელებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას. ევროპასთან უვიზო მიმოსვლა ეს არის ქართველი ხალხის მრავაწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგად მოპოვებული სიკეთე, მოპოვებული პრივილეგია, რომელასაც თუ რამე საფრთხე დაემუქრება, ეს, პირველ რიგში, იქნება სწორედ "ოცნების" მოძალადე რეჟიმის პასუხისმგებლობა. ჩვენი პოლიტიკური ძალა აქამდეც ყველაფერს აკეთებდა და ახლა კიდევ უფრო მეტად იმუშავებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ქართველ ხალხს შეუნარჩუნდეს ევროპასთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, - ამბობს გიორგი შარაშიძე.

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმაც. 

 

მსგავსი სიახლეები