ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების”! -მამუკა ხაზარაძე

18.04.25 14:19
ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების”! -მამუკა ხაზარაძე

ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების”! “- ასე ეხმაურება კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის გუნდის წევრების განცხადებებს ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ხაზარაძის თქმით, “ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია და ქართველი ხალხი ამ მონაპოვარს ბოლომდე დაიცავს.“

ვიზალიბერალიზაცია არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა “ოცნების”!  ის, რაც ეკუთვნის ხალხს, დარჩება ხალხთან! ევროპული არჩევანი, ეროვნული არჩევანია!  ვიბრძოლებთ და დავიცავთ ამ მონაპოვარს ბოლომდე!,- წერს ხაზარაძე.

"ოცნების" წევრები გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურნენ.

  • ფიშერმა თქვა: უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ. 

მსგავსი სიახლეები