ვოლსკი ამტკიცებს, რომ "ევროკავშირს საქართველოში მარიონეტული რეჟიმი სჭირდება"
"ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ თუ ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს, ის ამით ყველა "პრინციპს გადახაზავს".
ივანიშვილის გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ევროპას ამ გზით საქართველოში საკუთარი გავლენების გაძლიერება სურს.
ამასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საფრთხეს სხვა ქვეყნებსაც უქმნის.
ევროპა საერთოდ გადახაზავს, ყველა პრინციპს გადაუვლის ფეხით და ეს საქართველოს არ ეხება მხოლოდ, 61 ქვეყანაა თუ მეტი, 70-მდე ქვეყანაა, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს ევროპასთან. ევროპა შეშინებულია მიგრაციის გარკვეული ზრდით, მიგრაციის სერიოზული ტალღა მიაწვა ევროპას. ეს, მათ შორის, მესამე ქვეყნდებიდანაც ხდება.
საქართველოს შემთხვევას ცალკე ნუ განვიხილავთ. არის ბალკანეთის ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომელზეც ევროკავშირს სურს, იმედი აქვს და გეგმა აქვს ეგეთი, რომ დაამყაროს სრული კონტროლი. მარიონეტული რეჟიმი სჭირდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, ის სტანდარტი, რასაც ჰქვია ევროპული სტანდარტი, რომ იყო სამართლიანი, რასაკვირველია, იქნება გადახაზული, - ამბობს ვოლსკი.
"ოცნების" წევრები გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურებიან.
- ფიშერმა თქვა: უვიზო რეჟიმი არის დიდი პრივილეგია, ქვეყნების დიდ ნაწილს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ აქვს და ვიზა სჭირდებათ. ეს ნორმალური ვითარებაა, ქართველებს აქვთ ეს პრივილეგია. უვიზო რეჟიმი არის ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც არიან დემოკრატები, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ და საიდანაც მიგრაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ უნდა შევხედოთ კიდევ არის თუ არა ეს პირობები დაკმაყოფილებული. ამ პროცესში ვართ.
- "ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე "დიფ სთეითის" პოლიტიკაზე უარის თქმა" - სუბარი
- "რაიმე ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა?!" - პაპუაშვილი