ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ რუსეთის ინტერესშია - ეკა გიგაური

18.04.25 15:33
ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მხოლოდ რუსეთის ინტერესშია - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვორვალობა - საქართველოს" ხელმძზღვანელი ეკა გიგაური ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას "საგანგაშო" უწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენელი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" ახლა ამისთვის მოქალაქეებს ამზადებს.

გიგაური პირდაპირ ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ რუსეთის ინტერესშია. 

ეს არის ძალიან საგანგაშო მომენტი, როდესაც, მათ, როგორც ჩანს, იციან, რომ ეს გადაწყვეტილება, შეიძლება, სერიოზულად იქნას განხილული და ისინი ამზადებენ მოქალაქეებს. 

უვიზო მიმოსვლის გაჩერება ჩვენი ქვეყნისთვის არის რუსეთის ინტერესი. ეს არ არის საქართველოს მოქალაქეების ინტერესი. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, - ამბობს ეკა გიგაური. 

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმაც. 

 

მსგავსი სიახლეები