"ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს "ჟანგბადს უკეტავს" - ეკა ბესელია უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე
"მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ამბობს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საქართველოსთვის უმძიმესი იქნება. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ქვეყანა ოკუპანტების პირისპირ მარტო აღმოჩნდება, ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი "არტერია" გადაეკეტებათ, რასაც "ოცნება" მიზანმიმართულად აკეთებს.
ეს იქნება, ალბათ, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისთვის. რეალუარდ, ევროპული სივრცე მათთვის იკეტება და შეიძლება ფიქრობენ: თუ ჩვენ ვერსად მივდივართ, საქართველოს მოქალაქეები სულ არ ანაღვლებთ. უბრალოდ, ქვეყანა, გარდა იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროს მოსწყდება და ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ოკუპანტი ქვეყნის პატარა გუბერნიად უნდა გადაგვაქციონ, მე არც კი ვუშვებ ამას, რომ ეს მოხდება, მაგრამ ეს ხომ არის განზრახვა? უბრალოდ, ადამიანები ვეღარ გადარჩებიან. ადამიანებმა სასიცოცხლოს არტერია გაავლეს ამ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობასთან და გადაარჩინეს თავიანთი ოჯახის წევრები და ეს, იცით, როგორი რაღაცაა? ჟანგბადს რომ გადაგიკეტავენ და რომ იხუთები. ამას აკეთებს ახლა "ქართული ოცნება", - ამბოს ბესელია.
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.
მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმაც.