"ევროკავშირში უკვე მწიფდება აზრი, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არის" - ექსპერტები უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე

18.04.25 17:34
"ევროკავშირში უკვე მწიფდება აზრი, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არის" - ექსპერტები უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე

"ევროკავშირში უკვე მწიფდება აზრი, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არის, იმის გარდა, რომ ასეთი მტკივნეული ზომა გამოიყენონ" - უვიზო მიმოსვლის შესაძლო ჩეჩერებასთან დაკავშირებით "პირველებთან" საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ ევროკავშირი არავითარ შემთვევაში არ იქნება ტოლერანტული ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ. 

ევროკავშირი ასეთ პოლიტიკას არ ამართლებს - ამბობს გოგოლაშვილი.

ევროკავშირი არ იქნება ტოლერანტული ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის მიმართ. საქართველოს, რაც შეეხება, საქართველო ერთ-ერთი ტრიგერია ამ პროცესის. ის კანდიდატი სახელმწიფოა და სადაც ხელისუფლება სარგებლობს და აქამდე პიარის სახით იყენებდა ეხლა უკვე დაინახა "ქართულმა ოცნებამ", რომ ევროკავშირში უკვე მწიფდება აზრი, რომ სხვა გზა უბრალოდ არ არის, იმის გარდა, რომ ასეთი მტკივნეული ზომა გამოიყენონ, რომ ამ არსებული ხელისუფლების პოლიტიკაში ხალხი დაფიქრდეს, რომ არ არის სწორი პოლიტიკა ეს და ევროკავშირი ამ პოლიტიკას არ ამართლებს. და ამის წინააღმდეგ ხდება პრევენციული მესიების შემუშავება, რომ დარტყმა არ იყო ძალიან მტკივნეული, როცა ეს გაიჟღერებს", - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი წევრის და ევროპული კვლევების დირექტორისთვის კი სრულიად მოსალოდნელია, რომ ევროკავშირმა მართლაც გააუქმოს უვიზო მიმოსვლა.

მოსალოდენლია, რომ გაუქმდეს უვიზო მიმოსვლა, მითუმეტეს ამისთვის, არსებობს ობიექტური პირობები. საქართველო აღარ არის დემოკრატია, არღვევს ადამიანის უფლებებს ღრმად და ფუნდამენტურად, გაუარესებულია სერიოზულად ურთიერთობა ევროკავშირთან, ამიტომ ეს მოსალოდნელია", - ამბობს გიორგი რუხაძე. 

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმაც.

 

მსგავსი სიახლეები