"ოცნების" წევრების გზავნილები ზიანის პრევენციული კონტროლია - პეტრე ცისკარიშვილი
"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი "ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წევრებმა კარგად იციან, რომ ვიზალიბერალიზაციას საფრთხე ემუქრება და სწორედ ამას ემსახერება მათი გზავნილებიც, რომელიც ოპოზიციონერის თქმით, "ზიანის პრევენციული კონტროლია".
აგუებენ საზოგადოებას, რომ მოუწევთ მათ მრავალსაათიან რიგებში დგომა - ამბობს ცისკარიშვილი.
ის მესიჯები, ის გზავნილები, რაც მოდის "ოცნების" წარმომადგენლებისგან, პირდაპირ არის ზიანის პრევენციული კონტროლი, იმიტომ რომ მათ იციან რა მოელის საქართველოს მათი რეჟიმის პირობებში, რომ არა თუ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყანა კიდევ უფრო გააღრმავებს ევროკავშირთან ურთიერთობებს და ინტეგრაციის გზაზე გააგრძელებს სვლას, არამედ საერთოდ უვიზოდ მიმოსვლის და თავისუფლად ვაჭრობის პერსპექტივაც აღარ იარსებებს ამ ქვეყანაში. ჩვენ უვიზოდ ვეღარ ვიმოგზაურებთ და ამიტომ აგუებენ საზოგადოებას, რომ მოუწევთ მათ მრავალსაათიან რიგებში დგომა. ქართველი ხალხი თვის მონაპოვარს არ დათმობს", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.
მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმაც.