როგორც ჩანს, "ოცნება" ხალხის წინააღმდეგ მეტი ავტორიტარული მეთოდების გამოყენებისთვის ემზადება - აქუბარდია

18.04.25 18:10
როგორც ჩანს, "ოცნება" ხალხის წინააღმდეგ მეტი ავტორიტარული მეთოდების გამოყენებისთვის ემზადება - აქუბარდია

"გახარია-საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბრადიას განცხადებით, "ოცნებამ" გააზრებულად იცის, რომ შეიძლება უვიზო მიმოსვლას საფრთხე შეუქმნას, რადგან ოპოზიციონერი ეჭვობს, რომ რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ მეტი ავტორიტარული მეთოდების გამოყენებისთვის ემზადება და იცის, რომ ამას დასავლეთისგან საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება. 

აუფასურებენ ქართველი ხალხის ამ მნიშვნელოვან მონაპოვარს, რათა დაიცვან ივანიშვილის სუვერენიტეტი და მათი ფული. შესაბამისად, როგორც ჩანს ისინი ემზადებიან მეტი ავტორიტარული მეთოდების გამოყენებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. გააზრებულად იციან, რომ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას უვიზო მიმოსვლას და წინასწარ აგუებენ ამ ხალხს იმგვარად, რომ ეს იქნება უსამართლო გადაწყვეტილება ევროკავშირის", - ამბობს თეონა აქუბარდია.

არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა სოზარ სუბარმაც.

მსგავსი სიახლეები