"ოცნებას" აქტიური მხარდამჭერები აუჯანყდებიან - სამადაშვილი

18.04.25 22:06
"ოცნებას" აქტიური მხარდამჭერები აუჯანყდებიან - სამადაშვილი

"ოცნებას" აქტიური მხარდამჭერები აუჯანყდებიან, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებისას საუბრის დროს განაცხადა. 

მისი შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხის შესახებ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების დღევანდელი განცხადებები ცხადყოფს იმას, რომ ოლიგარქის გუნდს ეშინია.

მათი აქტიური მხარდამჭერები აუჯანყდებათ, პირველ რიგში. ამ ხალხს შეიძლება ანწუხელიძეზე გადავლა არ აწუხებს, არ აწუხებს ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვეს, გაჭირვება არ აწუხებთ. ეს ხალხი იმას კი არ დარდობს, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის რამეს დაკარგავს, არამედ ის აწუხებთ, რომ თავისი წრე, რომელიც შეწუხდება იმით, რომ ვიზა ექნება ასაღები, ის არ გაუბრაზდეს. ამიტომ დაიწყეს პროპაგანდა. სინამდვილეში ეშინიათ". - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ცნობისთვის, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუფასურება სცადა. "ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!" - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა სამთავრობო მედიის ეთერში განაცხადა, რითაც გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა.

მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს გაავრცელა "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმაც.

მსგავსი სიახლეები