ფლანგვას ჰგავს - ვადო მაჭავარიანი სუს-ში გაზრდილ ხელფასებზე

19.04.25 16:06
ფლანგვას ჰგავს - ვადო მაჭავარიანი სუს-ში გაზრდილ ხელფასებზე

"40-მილიონიანი ზრდა, როცა საქართველოში საშუალო ხელფასი საკმაოდ დაბალია, არაადეკვატურია და ჰგავს ფლანგვას" - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ვადო მაჭავარიანმა სუს-ში 40 მილიონი ლარით ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მაჭავარიანის შეფასებით, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტის თანხები მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე იხარჯებოდეს, უაზროდ იფლანგება. 

40-მილიონიანი ზრდა, როცა საქართველოში საშუალო ხელფასი საკმაოდ დაბალია, არაადეკვატურია და ჰგავს ფლანგვას. მითუმეტეს მაშინ, როცა 40 მილიონის ფარგლებში შეიძლება სხვა ბევრი პრობლემების მიხედვა, რაც ქვეყანაში მართლა არსებობს. პირველი, რაც მომაფიქრდა, არის ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია, რომელიც 9 წელია იგვიანებს. ან თუნდაც უფრო მნიშვნელოვანი, ავარიული სახლების რეაბილიტაცია". - ამბობს ვადო მაჭავარიანი.

2020 წლიდან 2024 წლამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები 40 მილიონი ლარით გაიზარდა - კორუფციის მკვლევრების ინფორმაციით, მხოლოდ 2024 წელს სუს-ის წარმომადგენლების ხელფასების ჯამურმა რაოდენობამ 125 მილიონი ლარი შეადგინა.  

მსგავსი სიახლეები