ევროპარლამენტის მწვავე ანგარიში საქართველოს შესახებ - რა წერია დოკუმენტში

21.04.25 13:44
ევროპარლამენტის მწვავე ანგარიში საქართველოს შესახებ - რა წერია დოკუმენტში

"პირველებმა" გაარკვია, კიდევ რა წერია დოკუმენტში, რომლის მიღებასაც საგარეო საქმეთა კომიტეტი მაისის პირველ კვირას სხდომაზე აპირებს.

ევროპარლამენტი ითხოვს, ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტპატიმრები ციხეებიდან გაათავისუფლოს. ეს ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც რეზოლუციის საბოლოო ტექსტში ჩაიწერება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დემოკრატიის განადგურების გამო "ქართული ოცნების" ლიდერებს და მათ ოჯახებს პერსონალური სანქციები უნდა დაუწესდეთ, ევროკომიასიამ კი უვიზო რეჟიმის სტატუსს უნდა გადახედოს. 

ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლეად ევროპარლამენტი სალომე ზურაბიშვილს აღიარებს. ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს, რომ 2012 წლის შემდეგ პირველად ჩაატაროს აუდიტი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რამდენად ასრულებს ივანიშვილის რეჟიმი აღნიშნულ შეთანხმებას.

ხაზს უსვამს იმ როლს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში დემოკრატიული უკანდახევის და ქვეყნის კონსტიტუციურად დეკლარირებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებებით; ამიტომ მოწუოდებს, დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მისი, მისი ოჯახის წევრების და მისი კომპანიების მიმართ და გაიყინოს ევროკავშირში ცნობილი მისი აქტივები. 

მიესალმება საბჭოს გადაწყვეტილებას ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირების თვის უვიზო მიმოსვლის შეცერების შესახებ, როგორც პირველი ნაბიჯი საქართველოშ მუდმივი ნეგატიური მოვლენების საპასუხოდ.

კიდევ ერთხელ მოწუდებს კომისიას და საბჭოს, გადახედოს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სტატუსს მისი შეჩერების შესაძლებლობით თუ დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესაბამისი კრიტერიუმები და სტანდარტები არ დაკმაყოფილდება.

ხაზს უსვამს საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის დაუყოვნებელი და ყოვლისმომცველი აუდიტის აუცილებლობას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით. ამ კუთხით მოუწოდებს კომისიას, გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოციაციის იმპლემენტაციას შეთანხმება მე-2 მუხლში დადგენილ ზოგად პრინციპებთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულებების დარღვევის ფონზე, კერძოდ, დემოკრატიული პრინციპების, ადმაიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემაზე. იმეორებს, რომ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური თანამშრომლობის პირობითი შეჩერება და შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიები, - ნათქვამია დოკუმენტში. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს საკითხის განსახილველად ემზადება. 

მსგავსი სიახლეები