აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, დააკავეს-ზურაბიშვილი

21.04.25 14:59
აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, დააკავეს-ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აღდგომის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქტივისტების დაკავებას ეხმაურება და წერს, რომ “აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, დააკავეს“.

#ტერორისაქართველოში აღდგომის დღეს, საქართველოში საპროტესტო აქციების მეხუთე თვეში აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, სწორედ ამ პოლიციელებმა დააკავეს," - წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. დაკავებულია გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე. როგორც ჯგუფ "დაიტოვეში" ნენსი ვოლადნმა დაწერა, ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველები აღდგომას ულოცავდნენ და სწორედ ეს გახდა მათი დაკავების მიზეზი.  

მსგავსი სიახლეები