ჯინ შაჰინი: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს

22.04.25 10:17
ჯინ შაჰინი: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს

აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება და სოცილაურ ქსელ X-ზე წერს, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს.

„მივესალმები დიდი ბრიტანეთის მიერ იმ ქართველი ოფიციალურ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც თავიანთი მოვალეობების შესრულებას, რომ ქართველი ხალხის უფლებები დაიცვან, თავს არიდებენ. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს“, - წერს ჯინ შაჰინი.

დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს - შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს - კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

მსგავსი სიახლეები