გია ჯაფარიძე, რომელსაც მანქანა არ ჰყავს, ორჯერ დააჯარიმეს

23.04.25 21:44
გია ჯაფარიძე, რომელსაც მანქანა არ ჰყავს, ორჯერ დააჯარიმეს

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ორი საჯარიმო ქვითარი მიიღო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განმარტებით, ერთ შემთხვევაში ავტომობილის გაჩერების წესის დარღვევას ედავებიან, თუმცა მისივე განცხადებით, მის სახელზე არანაირი ქონება არ ფიქსირდება. 

გია ჯაფარიძის თქმით, მეორე ჯარიმა რუსთაველის გამზირის გადაკეტვას უკავშირდება, თუმცა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი აქვე განმარტავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია არასდროს გადაუკეტავს - "მივდივარ უფრო გვიან, როდესაც რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია".

დღეს დილიდან საოცრება გააკეთეს. პატრულის ჯარიმები მოგვივიდა მგონი ყველას. მე ორი ჯარიმა მომივიდა. ერთი, რომელზეც ეწერა მანქანის ნომერი 0. მეორე მოვიდა, რომ მე მეხება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. არც ერთხელ გადამიკეტავს. მე პირადად ისე მიწევს, რომ მივდივარ უფრო გვიან, როდესაც რუსთაველის გამზირი არის უკვე გადაკეტილი. მანქანაც მე არ მეკუთვნის. ჩემს სახელზე არანაირი ქონება არ არსებობს. არ მაქვს არც ბინა, არც მოძრავი საშუალება. მიუხედავად ამისა, მოვიდა ეს ჯარიმა". - განაცხადა გია ჯაფარიძემ. 

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმმა უმანქანო აქტივისტების ავტომობილის არასწორი გაჩერებისთვის დაჯარიმება დაიწყო

მსგავსი სიახლეები