"ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს" - "ალტ ინფო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

24.04.25 11:27
"ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს" - "ალტ ინფო" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

რა გახდა იმის მიზეზი, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე "ალტ-ინფოს" ორი უარის შემდეგ პარტიის დარეგისტრირების უფლება მისცეს? - ეს კითხვა პროპუტინისტური ძალის წევრებს "პირველებმა" დაუსვა. გვაინტერესებდა, ხომ არ იქნება "ალტ ინფოს" პარტია თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნების" მაშველი რგოლი, რადგან ცნობილია, რომ პროდასავლური ოპოზიცია აღნიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.

კოკა მორგოშია ამბობს, რომ ისინი ქართულ პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმას ყოველთვის ცდილობდა. მისი თქმით, საკუთარი დღის წესრიგი გააჩნიათ და გეგმავენ, მონაწილეობა თვითმმართელობის არცევნებშიც მიიღონ. 

ჩვენ ყველა არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდით. გვაუქმებდნენ, მაინც რეგისტრაციაზე გავდიოდით. კიდევ როცა გვაუქმებდნენ, სხვა პარტიებს ვნახულობდით. ჩვენ ყველანაირი გზებით ვცდილობდით, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ჩვენი სიტყვა გვეთქვა. პარტიის გარდა რამდენიმე კვირით ადრე გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიაც დაარეგისტრირეს, ასე რომ ეს არ შეიძლება, ითქვას მხოლოდ იმ კონტექსტში, რომ მარტო ჩვენი პარტია დაარეგისტრირეს. გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები თუ თვითმმართველობის არჩვენები, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, მონაწილეობას მივიღებთ, - ამბობს კოკა მორგოშია.

ზურა მახარაძე კი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მათ გარდა მონაწილეობას სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ. 

პოლიტიკური პროცესი, ფაქტობრივად, მკვდარია, იმიტომ, რომ პროდასავლურმა პარტიებმა ეფექტურად შეუსრულეს ამოცანა „ოცნებას“ რაც უნდოდა. ანუ „ნაცი მოდის, ნაცი მოდის!“ ყვირილით მაგათ მერამდენედ გაიტანეს უკვე თავისი. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, ჯერჯერობით ვისაც გაუუქმეს მთელი ამ განცხადებების მიუხედავად, ვართ ჩვენ, იმიტომ, რომ წინა პარტია გაგვიუქმეს და ვერ შევძელით საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი პარტიით მონაწილეობა. მათ შორის, მათსავე სახალხო დამცველის ანგარიშშია დაფიქსირებული, რომ ჩვენს მიმართ კონსტიტუციური უფლება დაირღვა. თვითმმართველობის არჩევნების ლეგიტიმაცია არ ექნებათ, იმიტომ, რომ სხვა პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას, - ამბობს ზურა მახარაძე.  

პროპუტინისტურ ძალას, „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია დაურეგისტრირეს - გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო. 

 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - ასე ქვია მოძალადეების მხარდამჭერების ახალ პარტიას. 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის მოწმობის თანახმად, პარტიის თავმჯდომარე გიორგი ქარდავა იქნება.

 

მსგავსი სიახლეები