პოსტიდან ქარსელაძე ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობით წავიდა

24.04.25 17:14
პოსტიდან ქარსელაძე ივანიშვილისთვის გადახდილი მადლობით წავიდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობიდან წასულმა ირაკლი ქარსელაძემ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. 

უღრმესი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრს ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. რა თქმა უნდა, წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიმეღო. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ბუნებრივია, ამ შესაძლებლობებისთვის მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად "ოცნების" გუნდს". - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, აღნიშნულ პოსტზე რევაზ სოხაძე დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები