"ოცნების" ოფისში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა

25.04.25 11:09
"ოცნების" ოფისში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა

"ოცნების" ოფისში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი ჩაინიშნა - ინფორმაციას პრესსასმახური ავრცელებს. 

გორგასლის ოფისში "ოცნების" თავმჯდომარე ბრიფინგს 12:00 საათზე გამართავს.

შეგახენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ხანია არ გამოჩენილა, ამიტომ საინტერესოა რა ექნება სათქმელი ამდენხნიანი დუმილის შემდეგ "ოცნების" მაღალჩნოსანს. 

  • სად გაქრა ღარიბაშვილი? - ამის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟი შაბათის ეთერმა მოამზადა. ირკვევა, რომ სუს-ის შეფი ისე გაუშვეს და ისე შეარჩიეს ახალი, რომ სავარაუდოდ, ღარიბაშვილისთვის არაფერი უკითხავთ. საჯარო წყაროებსა და განცხადებებში ვერსად იპოვით ინფორმაციას, რომ კონსულტაციებში პარტიის თავმჯდომარე მონაწილეობდა.
  • წყარო "ქართული ოცნებიდან" "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შეფი და აჭარის მთავრობის მეთაურიც  ისე გაუშვეს, რომ ღარიბაშვილისთვის არაფერი უკითხავთ. არადა წესით, ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, რომლის  წევრებიც კობახიძის წარდგინებით ცვლილებებს ამტკიცებენ. 
  • არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ძირითად დროს სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე ოჯახის წევრების გარემოცვაში ატარებს და როგორც მეზობლები ყვებიან, სარემონტო სამუშაოებითა და ავეჯის შეცვლითაა დაკავებული. 

 

მსგავსი სიახლეები