გადამდგარმა ღარიბაშვილმა ივანიშვილს მადლობა 8-ჯერ გადაუხადა
ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც თანამდებობიდან გადადგა და თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის, გორგისლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილს მადლობა 8-ჯერ გადაუხადა.
"ოცნების" აქ უკვე ყოფილმა მაღალჩნოსანმა თქვა, რომ რჩება ივანიშვილის გულშემატკივრად.
"მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან დამეკისრა, უნდა ითქვას რომ შევასრულე. გავდივარ პოლიტიკიდან მაგრამ ვრჩები ბიძინა ივანიშვილის გუნდის და ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად," - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული და ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს.