ღარიბაშვილი: შეიძლება, პოლიტიკაში მოსვლა მომიწიოს

25.04.25 12:40
ღარიბაშვილი: შეიძლება, პოლიტიკაში მოსვლა მომიწიოს

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ უკან დაბრუნება კვლავ მოუწიოს.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, თუმცა “ამჟამინდელი მდგომარეობით, მას სურს პოლიტიკიდან გავიდეს და ოჯახს მეტი დრო დაუთმოს“.

“შეიძლება მომიწიოს პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება არა, წინასწარ ნუ ვიმარჩიელებთ, მივყვეთ ცხოვრებას“,-თქვა მან.

განვიხილავ თუ არა და არსებობს თუ არა ალბათობა იმის, რომ მე დავბრუნდე პოლიტიკაში? გამორიცხული არაფერია, მაგრამ ახლა, როცა ჩამოვაყალიბე და გითხარით, ჩემი ამჟამინდელი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. 

მე პოლიტიკაში არ ვრჩები, მაგრამ ვრჩები ქვეყნის და ივანიშვილის ერთგულ ჯარისკაცად, წინასწარ არაფრის თქმა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება მომიწიოს, შეიძლება არა, წინასწარ ნუ ვიმარჩიელებთ, მივყვეთ ცხოვრებას,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული და ორჯერ იკავებდა როგორც პრემიერ-მინისტრის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოსტებს.

 

მსგავსი სიახლეები