8 მადლობა ივანიშვილს და არცერთხელ ნახსენები კობახიძე - რა ხდება “ქართულ ოცნებაში“
საჯარო პოლიტიკიდან დიდი ხნის გასული ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სახლში წავიდა. პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე პოლიტიკიდან მესამედ წავიდა და თან, ამჯერადაც იდენტური ტექსტით.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მესამედ თქვა, რომ საკუთარი თავი პოლიტიკაში ამოწურა, თუმცა მისი განცხადება ტოვებს განცდას, რომ ეს წასვლაც არ იქნება უკანასკნელი. ოფიციალურ მიზეზს დამაჯერებლობა აკლია, რეალურ მიზეზს კი ნათქვამ, ან ართქმულ სიტყვებში ავლენს. არადა, ტექსტი წინასწარ დაწერა, ბიძინა ივანიშვილი 8-ჯერ ახსენა და თქვა, რომ ახლა მხოლოდ მის მხარდამჭერად რჩება.
ფაქტობრივად, ღარიბაშვილი საკუთარმა გამოსამშვიდობებელმა სიტყვამ გაყიდა. არც ერთხელ ახსენა ირაკლი კობახიძე და რამდენიმე წუთში მანვე დაადასტურა, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. ღარიბაშვილი კობახიძისადმი აგრესიას ვერ მალავს და ვერც მისი დამცირების სურვილს, როცა მთავრობის მეთაურს ერთ-ერთ რიგითად მოიხსენიებს.
არადა, ერთი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ისინი ერთმანეთს ძლივს შეარიგა. ერთი წლის შემდეგ კი კიდევ უფრო მეტად ჩანს, რამდენად ნაძალადევი იყო ხელის ჩამორთმევაც, ღიმილიც და თანამდებობის დათმობაც.
ღარიბაშვილის სიტყვებმა ეჭვები კიდევ უფრო მეტად გააღრმავა, ამიტომ დღეს "პირველებმა" კიდევ ერთხელ სცადა, გაეგო, რას ფიქრობდა ირაკლი კობახიძეზე. ღარიბაშვილი კითხვებით შეწუხდა და მედიას უთხრა, რომ პოლიტიკაზე აღარ ველაპარაკოთ.
ორი ირაკლის ომის ფინალი - დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.