სანქციების შიში?! - რას გაექცა ირაკლი ღარიბაშვილი

25.04.25 20:10
სანქციების შიში?! - რას გაექცა ირაკლი ღარიბაშვილი

რატომ წავიდა და რას გაექცა ირაკლი ღარიბაშვილი-ყოფილი “მეოცნებეები“ დარწმუნებულები არიან, რომ ახლა საზოგადოება “ქართული ოცნების“ ნგრევის პროცესს უყურებს. კითხვას, თუ რატომ წავიდა ღარიბაშვილი, ისინი ღიმილით უყურებენ, რადგან კარგად იციან, რომ ის პოლიტიკიდან ივანიშვილმა გაუშვა. 

ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლა სანქციების გარეშე მოახერხა. ის პროცესებს იმ დროს ჩამოშორდა, როდესაც “ოცნებამ“, ყველაზე რადიკალური ნაბიჯები გადადგა.

ხალხი, ვინც “ქართულ ოცნებაში“ ბევრი წელი გაატარა და შიდა ამბები კარგად იციან, ამბობენ, რომ “ღარიბაშვილი არ წასულა, მას უკვე მეორედ უთხრეს, რომ უნდა წასულიყო, რადგან პარტიაში, პოსტს ფორმალურად ინარჩუნებდა და არავინ არაფერს ეკითხებოდა“.

ვინ იქნება შემდეგი, ჯერჯერობით, უცნობია. კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა, ვახტანგ გომელაური იყოს. ის ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი კადრია ვინც მთავრობაში რჩება.

ასევე უცნობია, ვინ გახდება “ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე. ივანიშვილის პარტიის წესდების მიხედვით, ახლა ოლიგარქის გუნდში პირველი კაცი კახი კალაძეა. ყველა ყრილობის ჩანიშვნას ელის. სწორედ, ყრილობამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება პარტიაში ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები