სპეცოპერაცია ივანიშვილის გადასარჩენად?! - რა მიზნით იყო ოლიგარქის ემისარი აშშ-ში

25.04.25 20:23
სპეცოპერაცია ივანიშვილის გადასარჩენად?! - რა მიზნით იყო ოლიგარქის ემისარი აშშ-ში

შალვა პაპუაშვილი, ფაქტობრივად, ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებს ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას სთხოვს. კობახიძის მოადგილე ლევან დავითაშვილი უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია დაარწმუნოს, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყონ.

შტატებმა ივანიშვილს არა მხოლოდ სავიზო, არამედ ფინანსური სანქციებიც დაადო და მისი აქტივები გაყინა. ასეთი სანქციების გაუქმება კი მარტივი არ არის. სანქციებს გააჩნია მიზეზი, რის გამოც ქართველი ოლიგარქი შავ სიაში შეიყვანეს, ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა, მზად არის თუ არა "ქართულ ონცება" უარი თქვას საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე და სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, დანიშნოს ახალი არჩევნები.

ურთიერთობების დალაგების მცდელობა აშშ-თან - დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები