მეხუთე პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქთან ერთად - ზურაბიშვილი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

26.04.25 11:48
მეხუთე პრეზიდენტი მსოფლიო პატრიარქთან ერთად - ზურაბიშვილი რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთად რომში - მეხუთე პრეზიდენტი დღეს რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა რომი და ვატიკანია - დღეს პაპ ფრანცისკენ უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.  ცოტა ხანში რომის პაპის ცხედარს, წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენებენ და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ.

დაკრძალვის წირვა თბილისის დროით 12:00 საათზე ღია ცის ქვეშ დაიწყება.  პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ამის შემდეგ კი კათოლიკურ სამყაროში ცხრა დღიანი გლოვა დაიწყება.

ამ წუთებში ვატიკანში მსოფლიოს ფაქტრობრივად ყველა ლიდერი იმყოფება. მათ შორის არიიან ამერიკის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები. რომშია ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროკავშირის ლიდერებიც. 

 

მსგავსი სიახლეები