გელა ხასაიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა - პირველი კომენტარი

26.04.25 12:42
გელა ხასაიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა - პირველი კომენტარი

12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, გელა ხასაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა მედიასთან განაცხადა, ამ დღეებმა კიდევ უფრონ მეტი ემოციური კავშირი შეძინა სინდისი პატიმრებთა. 

გელა ხასაიას თქმით, ის გეგმავს, რომ ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განაგრძოს.

"ჩემ თავზე წუწუნის უფლება არც კი მაქვს, ქვეყანაში გვყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი, რომლებმაც არ იციან როდის დატოვებენ იმ 4 კედელს რომელშიც გამოკეტა რეჟიმმა.

ამ დღეებმა შემძინა კიდევ უფრო მეტი ემოციური კავშირი იმ პატიმრებთან, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებიან და კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი რას გადიან ისინი და გაჩერება კი არა იმაზე მეტი უნდა ვაკეთოთ ყველამ რასაც აქამდე ვაკეთებდით." - განაცხადა გელა ხასაიამ.

ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე დავით თეთრაულმა 16 აპრილს შეუფარდა. 31 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პოლიციამ ხასაიას "გონივრული ეჭვის საფუძველზე" ჩანთის გახსნა მოსთხოვა. აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის ზედაპირულად დაეთვალიერებინათ, ხასაიამ ჩანთის გახსნაზე უარი თქვა, რადგან მისი თქმით, ჩანთის გახსნა ზედაპირული დათვალიერება არ არის.

"თვითონაც როცა გახსნეს დაამტკიცეს, რომ ჩანთაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ მქონდა, მაგრამ ჩემი მოტივი იყო ის, რომ მათ უკანონო მოწოდებებზე არ დავმორჩილებოდი, იმიტომ, რომ თუ მათ მივცემთ უფლებას ყველა უკანონო ბრძანება შეასრულონ, მაშინ ბრძოლის აზრს ვერ ვხედავ. ბრძოლის აზრს ვხედავ წინააღმდეგობაში, არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული კანონების არ დამორჩილებაში.

ეს იყო ჩემი ერთადერთი მოტივი, თორემ ჩანთაში რამე რომ მქონოდა, ახლა არ გამოვიდოდი და საერთოდ სხვა ლოკაციაზე ვიქნებოდი. ეს, რა თქმა უნდა, არ გამაჩერებს, უბრალოდ, ამ დღეებმა შემძინა უფრო მეტი ემოციური კავშირი პატიმრებთან, რომელიც ტყვეობაში იმყოფებიან და კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი რა ემოციურ ფონს განიცდიან ისინი. გაჩერება კი არა, იმაზე მეტი უნდა ვაკეთოთ, რასაც აქამდე ვაკეთებდით". - თქვა ხასაიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ.

 

მსგავსი სიახლეები