დაკარგული მილიონები რესპუბლიკურ საავადმყოფოში - აუდიტის ხმაურიანი დასკვნა

23.03.21 15:48
დაკარგული მილიონები რესპუბლიკურ საავადმყოფოში - აუდიტის ხმაურიანი დასკვნა

დაკარგული თანხა  რესპუბლიკური საავადმყოფოში - სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის  საუნივერისტეტო კლინიკიდან (რესპუბლიკური საავადმყოფო) თანხები დაკარგულია. აუდიტორებმა კლინიკის შემოწმების  დროს დაადგინეს, რომ 25 მილიონი ლარი  სამედიცინო დაწესებულებამ გასცა, თუმცა რაში დაიხარჯა ფული ვერ დადგინდა. დოკუმენტები აუდიტის სამსახურმა პროკურატურაში უკვე გადაგზავნა, ახლა კი საკითხს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი   განიხილავს.

კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროს მოადგილემ დასმულ შეკითხვებს თავი აარიდა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებლობას აქამდე ეკონომიკის სამინისტრო იღებდა. 

ასეთ საკითხებს ითანხმებდა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რადგან ჩვენ კლინიკებთან ასეთი ტიპის პროცედურულ  საკითხებზე არ ვმუშაობდით, ეხლა შეიცვალა მოდელი და ამ ტიპის საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტრო აიღებს,-  ამბობს თამარ გაბუნია.