"რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, ხეა, რომელსაც ფესვები არ გააჩნია"- გეგელია
"რეჟიმი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია არის ხე, რომელსაც არ გააჩნია ფესვები" - ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ლეგიტიმაციის გარეშე ვერცერთი რეჟიმი ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას".
რეჟიმი, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია არის ხე, რომელსაც არ გააჩნია ფესვები. ლეგიტიმაციის გარეშე ვერცერთი რეჟიმი, ვერ შეძლებს დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლების შენარჩუნებას. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეები, რაც პირდაპირ კავშირშია ლეგიტიმაციის კრიზისთან. კავშირშია, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოედინება, იმასთან რომ არცერთი რეპუტაციული ბრენდი, არცერთი განვითარების ფონდი, რომელიც რეალურად ფინანსები უნდა აძლევდეს ჩვენს ქვეყანას აღარ არის დაინტერესებული ჩვენით. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს დელეგიტიმაციისთვის, სანქციების პოლიტიკის და იმისთვის, რომ არცერთი პირი ვინც ტერორისტულ აქტს ჩადის ამ ქვეყანაში არ დარჩეს დაუსჯელი და იმისათვის, რომ რეჟიმი, როგორც ხე ფესვების გარეშე გახმეს ", - ამბობს გრიგოლ გეგელია.