წმენდა ივანიშვილის ბანკში - გაშვებულები ზეწოლაზე საუბრობენ

26.04.25 22:03
წმენდა ივანიშვილის ბანკში - გაშვებულები ზეწოლაზე საუბრობენ

"ქართუ ბანკში" კაბინეტები იცლება - ხალხი, ვინც ივანიშვილის მთავარ საფინანსო ინსტიტუტი წლები გაატარა, პოსტებიდან გაურკვეველი მიზეზებით მიდიან. ბანკში დასაქმებულმა არაერთმა პირმა კონფიდენციალურობის დაცვის პირობით "შაბათის ეთერს" დაუდასტურა,  რომ  გაუშვეს ან წასვლა აიძულეს ისეთ ხალხს, ვის ხელშიც არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადიოდა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კახაბერ კაციტაძეს 20 წლიანი მუშაობს შემდეგ, "ქართუ ბანკიდან" წასვლა აიძულეს. კაციტაძე ქართუ ბანკში 2003 წლიდან მუშაობდა. ის "ქართუს" საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კაციტაძემ სამსახურის დატოვების შესახებ განცხადება 20 წლის შემდეგ, 2023 წლის ბოლოს დაწერა. ის ვერ უარყოფს, რომ ზეწოლის მსხვერპლი იყო. 

რას უკავშირდება წმენდა "ქართუ ბანკში"?  

  • გავიხსენოთ მოვლენების ქრონოლოგია - ევროპარლამენტმა ივანიშვილის დასანქცირების რეზოლუცია 2022 წლის ივნისში მიიღო; ქართველმა  ოლიგარქმა მზადება დაიწყო, რომ მთელს მსოფლიოში გადანახული ფული საქართველოში გადმოტანა. ოლიგარქი წერილს წერილზე ავრცელებს, რომ  უცხოეთში შენახულ ფულთან წვდომა უკანონოდ შეუზღუდეს. ამ მოვლენებს დროში ემთხვევა "ქართუ ბანკში" თანამშრომლებისთვის ჯერ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლის იძულება.  

"ქართუ ბანკის" უკვე ყოფილი თანამშრომელი "შაბათის ეთერს" უყვება, რომ ზეწოლას ნატო ხაინდრავას სანდო კადრი და მათი ფინანსური დირექტორი, გივი ლებანიძე ახორციელებდა. საქმე ბოლოს, მაგიდაზე ბრახუნამდე და ფსიქოლოგიური ტერორამდე მიდიოდა. 

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ქართ ბანკში" იმდენად მძიმე რეალობა იდგა, რომ თანამშრომლების ნაწილი ივანიშვილისთვის წერილის მიწერას აპირებდა.

"შაბათის ეთერმა" დაადგინა არაერთი პირი, რომლებმაც ბანკი ბოლო ერთ წელში დატოვეს: 

  • მათ შორის არის გიორგი მცხვეთაძეც. ისიც ბანკის საშუალო რგოლის მენეჯერი იყო და ბანკ ქარუში თითქმის 17 წელი გაატარა.  მასთან ერთად წამოვიდა  სამსახურიდან ნანა ქურიძეც. 
  • ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ბანკი ქართუ" დატოვა თამარ ჯავახიშვილმაც, ის ნანა ქურიძისგან განასხვავებდათ, არ უარყოფს, რომ მიზეზი დაპირისპირება იყო. 
  • ჯავახიშვილთან და  მცხვეთაძესთან ერთად, იმავე დღეს, 2024 წელს წამოვიდა ივანიშვილის ბანკიდან "ქართული ოცნების"  ყოფილი პარლამენტარის, თამარ ხულორდავას ძმაც, დავით ხულორდავა. 

ბიძინა ივანიშვილისთვის "ქართუ ბანკი" მთავარი საფინანსო ინსტიტუტია. ამ ბანკის თანამშრომლებს ოლიგარქი  მისი პარტიის დაფინანსებაც ანდობს. ქართულ ოცნების შემომწირველთა სიის მიხედვით, ბანკის თანამშრომლებს, მათი რამდენიმე თვის ხელფასის, ერთად ჩუქება პარტია "ქართული ოცნებისთვის" ერთი და იმავე დღეს უნდებათ.  

ის რომ "ქართუში" თანამშრომლებს აიძულებენ შავი ფული პარტიის ანგარიშზე გადარიცხონ ამას კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელიც გვიდასტურებს. მცხვეთაძე ამბობს, რომ ოლიგარქის ბანკში ეს ადაპტირებული პრაქტიკა იყო.  

წმენდა ივანიშვილის ბანკში - თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები