სანქცირებულ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია პრეზიდენტ ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს პროკურატურაში უჩივის

27.04.25 12:16
სანქცირებულ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია პრეზიდენტ ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს პროკურატურაში უჩივის

რუსეთის აგენტობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პარტია ამტკიცებს, რომ საქართველოში გადატრიალება იგეგმება, რასაც სათავეში სალომე ზურაბიშვილი და უჩა ნანუაშვილი უდგანან.

პარტია "სოლიდარობა მშვიდობისთვის"-მა პროკურატურას დღეს მიმართა. მათი მტკიცებით, მიმართვის საფუძველი რუსი პრანკერების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი გახდა, სადაც მეხუთე პრეზიდენტი და ყოფილი სახალხო დამცველი თითქოს რუს ოპოზიციონერს საქართველოში არსებულ მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე და ქუჩის აქციებზე ელაპარაკებიან.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებაში წერილის შეტანისას ფარცხალაძესთან დაახლოებული პარტიის წევრებმა თავადვე თქვეს, რომ პანკერების მიერ დადგმული შოუს უკან თავად დგანან, რადგან მათი თქმით, ამ ზარს ორგანიზება მამუკა ფიფიამ გაუწია. 

ამასთან, რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტები აღიარებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს გარი კასპაროვის და პოროშენკოს სახელით დაურეკეს.


იმ ბრძოლას, რომელიც გამოუცხადა ლიბერალურმა ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლებას, გადაწყვეტინა ბატონ მამუკა ფიფიას თავის მეგობრებთან ერთად მოსკოვში ვოვასთან და ლექსოსთან ერთად, დაეორგანიზებინა ის, რისი მხილველებიც ჩვენ ყველანი ერთად გავხდით. 
 

რა გვაჩვენა ამ კადრებმა, ამ ჩანაწერმა? ლიბელაური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, მოიზიდოს თანხები, რადგან კიდევ ერთხელ მოახდინოს საქართველოში ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლა. ისინი კარგად ხვდებიან, რომ საქართველოს დღევანდელი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არ არის განწყობილი ცვლილებისთვის.

დღეს ჩვენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის სახელზე შემოვიტანეთ წერილი, სადაც მოკლედ აღწერილია გადაცემაში არსებული ინფორმაცია და ვითხოვეთ საქართველოს ხელისუფლებისგან, გენპროკურორისგან მოახდინონ რეაგრება, რამეთუ ჩვენ ვთვლით და გვჯერა, რომ მასში არის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი მომენტები და იმედს ვიქონიებთ, რომ ჩვენი წერილი არ დარჩება ყურადღების მიღმა და ამას მოჰყვება სათანადო რეაგირება.

ამავდროულად, ეს კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება ყველა იმ ე.წ. ოპოზიციის ლიდერებისთვის, რომ მსგავის ხერხებით, მსგავსი საშუალებებით ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა და ამას არც ხელისუფლება და არც ქართველი ხალხი დაუშვებს, - განაცადეს პარტიის წევრებმა. 
 

ჯერჯერობით უცნობია, დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილს და უჩა ნანუაშვილს.

როგორია თავად ბრალდებების ადრესატების პოზიცია, "პირველები" შეეცდება, მომდევნო გამოშვებებშ შემოგთავაზოთ.