ტურისტების რაოდენობის შემცირება “ოცნების“ დამსახურებაა და სრული პასუხისმგებლობაც ივანიშვილის პარტიას ეკისრება - ოპოზიცია

28.04.25 12:07
ტურისტების რაოდენობის შემცირება “ოცნების“ დამსახურებაა და სრული პასუხისმგებლობაც ივანიშვილის პარტიას ეკისრება - ოპოზიცია

საქართველოში ტურისტების რაოდენობის შემცირებას ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არსებულ რეპრესიებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ “ევროპის მოქალაქეებს იმ ქვეყანაში ჩასვლა არ მოუნდებათ, სადაც იციან, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, ადამიანებს უკანონოდ აკავებენ და ძალაუფლება მიტაცებულია.“

პოლიტიკოსების შეფასებით, ის რეალობა, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, “ქართული ოცნების“ დამსახურებაა და სრული პასუხისმგებლობაც ივანიშვილის პარტიას ეკისრება.

ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არსებული მძიმე პოლიტიკური ფონი ისევე, როგორც ამ ხელისუფლების პირობებში ადამიანების წინააღმდეგ ჩატარებული მასობრივი ტერორისტული აქტები, ლახავს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და ძალიან პირდაპირი ნეგატიური გავლენა გააჩნია ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო ჩავარდა ასეთ დღეში, როდესაც რუსულ, ირანულ, ჩინური ტიპის ავტოკრატიის გამო, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა, როგორც ტურისტული ერთეული, კარგავს მიმზიდველობას, რის გამოც ჩამოდის ნაკლები ტურისტი, რაც შედეგად მოგვცემს იმას, რომ ნაკლები შემოსავალი ექნება ყველა იმ ადამიანს, ვინც მუშაობს ტურისტულ სექტორში“, - განაცხადა კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ.

ტურისტების კლება ევროპული ქვეყნებიდან, განპირობებულია ერთის მხრივ იმ დაპირისპირებით ევროპასთან, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებს, მათ შორის, არა უსაფრთხო გარემოდან გამომდიანრეც, რომელსაც რეჟიმი ქმნის ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით, საპროტესტო აქციების და მშვიდობიანი მომტინგეების წინააღმდეგ, ძალადობრივი ქმედების განხორციელებით. მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს მიზეზი კლების“, -ამბობს “გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები