ბათუმელ მედროშეს სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
ადვოკატებს საშუალება ექნებათ, ქვეყნიდან გაძევების პროცედურების დაწყების შესახებ შსს-ს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშის, თემურ ქათამაძის მოთხოვნა 18 მარტს გამართულ სხდომაზე არ დააკმაყოფილა.
კაცი ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა.
ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად 11 იანვარს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.