პროტესტი მწერალთა სახლში - პოეტმა გაგა გოგსაძემ პოეზიის საღამოზე სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა
პროტესტი მწერალთა სახლში - პოეზიის საღამოზე მიწვეულმა პოეტმა გაგა გოგსაძემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა, სადაც სინდისის პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადა, რეჟიმის რეპრესიები გააპროტესტა და თქვა, რომ ქვეყნის გათვისუფლების ბედი ახლა რუსთაველზე წყდება.
მე ვუთხარი ქალბატონ ქეთის, საკმაოდ ხისტად, რომ რუსული კანონი მიმაჩნია სამშობლოს ღალატად. ჩემთვის ადამიანი, პატიმარი ციხეში ძალიან ტკივილია. ანდრო ჭიჭინაძე, ნიკუშა კაცია, ფეხია კასრაძე და მზია ამაღლობელი, 60 თუ 65 ჩვენი ძალიან მაგარი ახალგაზრდა და მათ თავისუფლება ვუსურვოთ. არა საქართველოს გარუსებას და თავისუფლება სინდისის პატიმრებს!, - თქვა გაგა გოგსაძემ.
განცხადებას დარბაზში რეჟიმის მომხრე ქეთი დუმბაძეც უსმენდა. მას არაფერი უთქვამს, თუმცა პოეტის საპოროტესტო გზავნილებს დარბაზში იმ მწერლების ტაში მოჰყვა, რომლებიც ბოიკოტში არ არიან.
ტაში დაუკრეს ალბათ ან ჩემს ხარისხს და ლექსებს, ან კიდევ სიმართლეს, რომელსაც მე ვატარებ. ბოდიში ანდროს, ბოდიში ნიკუშას და საერთოდ, ამ ქვეყანას ბოდიში!, - თქვა დღეს "პირველებთან" გაგა გოგსაძემ.
"პირველები" დღეს ქეთი დუმბაძესაც დაუკავშირდა. მწერალთა სახლის დირექტორი ამბობს, რომ პოზიციის დაფიქსირება გოგსაძის უფლება იყო. ამასტან დუმბაძე ამბობს, რომ მისი ნება რომ იყოს, ყველა პატიმარს შეიწყალებდა, თუმცა უჭირს თქმა, რომ ისინი სინდისის პატიმრები არიან.
მისი პოეზიის საღამო იყო. ვიცოდი, მისი პოზიციის შესახებ.. მისი უფლებაა მისი აზრის გამოხატვა.
რა დამოკიდებულება შეიძლება, მქონდეს პატიმრების მიმართ? მე გადმოვფენდი თეთრ ბაირაღებს და ყველას გამოვუშვებდი. სხვა სირღმეებში ნუ შევალთ, მე ვარ მწერალთა სახლის დირექტორი, რომელსაც მაინტერესებს ნიჭიერი ადამიანები. მისი უფლება იყო, წაეკითხა ლექსები და ეთქვა ის, რაც თქვა და ამის გამო არც არავინ შეშფოთებულა და არც არავის წინააღმდეგობა გაუწევია, - ამბობს ქეთი დუმბაძე.
აღსანიშნავია, რომ ქეთი დუმბაძე ერთ-ერთია, ვინც რუსულ კანონის თავის დროზე მხარი დაუჭირა.