თუ გინდათ დამხვრიტეთ... არაფრის დაკარგვის არ მეშინია სამშობლოს გარდა - ონისე ცხადაძე
თუ გინდათ დამხვრიტეთ... არაფრის დაკარგვის არ მეშინია სამშობლოს გარდა - ასე მიმართა სასამართლოს სინდისის პატიმარმა, ონისე ცხადაძემ.
ცხადაძემ სხდომათა დარბაზში თქვა, რომ სიმართლის დასამტკიცებლად ყველა სინდისის პატიმარი ბოლომდე იბრძოლებს.
"ვიყოთ ოპტიმისტები, ერთმანეთს მივცეთ იმედი და აუცილებალდ გავიმარკვებთ" - განაცხადა რეჟიმის ტყვემ
მზად ვართ, თუ თქვენ მაგას დაგვიმტკიცებთ, რომ ჩვენ ამ საქმეში დამნაშავეები ვართ, კი ბატონო, რამდენი ხანიც გაგიხარდებათ, იმდენ ხანს ჩავჯდები. თუ გინდათ დახვრეტა შემოიტანოთ, დამხვრიტეთ. არაფრის დაკარგვის არ მეშინია სამშობლოს გარდა. ამიტომ მზად ვარ ყველაფრისთვის, მეც და ეს ბიჭებიც. თუ გინდათ სიმართლის დამტკიცება, დავამტკიცოთ, აქ ვართ, ვივლით. იმ ბიჭების შემთხვევაში, მეორე სასამართლო პროცესი როა, 19 წლის ბიჭებს - ბავშვებს სახელმწიფო გადატრიალებას რომ აბრალებ, აბსურდია. ვიყოთ ოპტიმისტები, ერთმანეთს მივცეთ იმედი და აუცილებალდ გავიმარკვებთ", - თქვა ონისე ცხადაძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, რევაზ კიკნაძე და რეჟიმის კიდევ 8 ტყვე პატიმრობაში დატოვა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.