თუ მირიან ქავთარაძეს დავუძახებდი “მონას“, “ცრუ მოწმეს“, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს გავაკეთე-მირანდა ბაღათურია

01.05.25 21:30
თუ მირიან ქავთარაძეს დავუძახებდი “მონას“, “ცრუ მოწმეს“, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს გავაკეთე-მირანდა ბაღათურია

თუ მე მირიან ქავთარაძეს დავუძახებდი მონა, ცრუ მოწმეს, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს გავაკეთე, მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ამის გამო ვინმე უნდა დაისაჯოს,- ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" პრესსასამსახურმა, მირანდა ბაღათურიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ბაღათურიას თქმით, “ეს არის პრეცედენტი, როდესაც ადამიანს, არანაირი კავშირი მირიან ქავთარაძესთან არ ჰქონია, თუმცა, მის გამო 4 ათასი ლარით დააჯარიმეს.“

„ჩემი პატიმრობა უნდოდათ, უბრალოდ, იმდენად რეზონანსული საქმე იყო, რადგან უცბად ბუმი ატყდა, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალა“,- განაცხადა ბაღათურიამ.

თუ მე მირიან ქავთარაძეს დავუძახებდი მონა, ცრუ მოწმეს, აუცილებლად ვიტყოდი, რომ ეს გავაკეთე, მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ამის გამო ვინმე უნდა დაისაჯოს. ეს არის ჩვენი შეფასება, რაც ობექტური სასამართლოს პირობებში, აუცილებლად დამტკიცდება, მაგრამ ეს არის პრეცედენტი, როდესაც ადამიანს, მე პირადად, არანაირი კავშირის მირიან ქავთარაძესთან არ მქონია. ვერც ის დამინახავდა, ვერც მე დავინახე, ვერც პოლიციელებმა დამინახეს, თუმცა, დამაჯარიმეს 4 ათასი ლარით. შსს-მ შუამდგომლობა დააყენა და ზუსტად ვიცი, ჩემი პატიმრობა უნდოდა, მათ შორის, მოსამართლესაც, უბრალოდ, იმდენად რეზონანსული საქმე იყო, რადგან უცბად ბუმი ატყდა, ამისთვის მედიას დიდ მადლობას ვუხდი, რადგან მათზე მაგარი ერთსულოვნება არავინ იცის და როდესაც ნახეს, რა მოჰყვა ამ შუამდგომლობის დაყენებას, მოსამართლემ უბრალოდ გადაწყვეტილება შეცვალა“,- განაცხადა ბაღათურიამ.

ოპოზიციური პარტიების - "ახალის" და "გირჩი-მეტი თავისუფლების" პრესსამსახურებს მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის 4 000-4 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ორივე მათგანს პოლიციელის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. შსს ორივე მათგანის ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაშვებას ითხოვდა. 

სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მირანდა ბაღათურიას და ანა ყურაშვილის ადმინისტაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები