მგლები არ თვინიერდებიან ბატონო ბიძინა - ვეფხია კასრაძე

02.05.25 15:35
მგლები არ თვინიერდებიან ბატონო ბიძინა - ვეფხია კასრაძე

 

 

მგლები არ თვინიერდებიან ბატონო ბიძინა - ასე მიმარტა სინდისის პატიმარმა, ვეფხია კასრაძემ ქართვერლ ოლიგარქს და რეჟიმს პირდაპირ უთხრა, რომ ვერ გატეხენ. 

კასრაძემ ასევე მიმართა სასამართლოს და უთხრა, რომ მათ რეჟიმი "ბოროტ მანქანად იყენებს".

მართლა არ მინდა, რომ როგორც ჩვენ ვზივართ აქ საბრალდებო სკამზე თქვენ აღმოჩნდეთ. მეცოდებით - თქვა რეჟიმის ტყვემ.

ერთი რამე მინდა ვუთხრა მე ე.წ. ხელისუფლებას. ისინი თუ აპირებენ, რაღაცნაირად გაგვტეხონ, რაღაცაზე დაგვითანხმონ ეს არ მოხდება. მგლები არ თვინიერდებიან ბატონო ბიძინა, მგლების მოთვინიერება არის შეუძლებელი...
ისიც მეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვისჯები და ამაზე აუცილებლად სულ ყველანი აგებთ პასუხს ბატონებო და არ მინდა, მართლა არ მინდა, რომ როგორც ჩვენ ვზივართ აქ საბრალდებო სკამზე თქვენ აღმოჩნდეთ. მეცოდებით, რომ თქვენ ხართ მსხვერპლი ამ ძალადობის. თქვენ ბოროტ მანქანად გიყენებენ", - ამბობს ვეფხვია კასრაძე.

ასევე ნახეთ: 

სასამართლომ ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილდა პატიმრობაში დატოვა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.