სასამართლოში დაბარებულ აქტივისტებს პროცესი ჩანიშნული არ დახვდათ

23.03.21 16:13
სასამართლოში დაბარებულ აქტივისტებს პროცესი ჩანიშნული არ დახვდათ

საქალაქო სამსართლოში აქტივისტების პროცესი არ ჩატარდა. ადგილზე მისულ ადამიანებს უთხრეს, რომ პროცესი ჩანიშნული არ იყო.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ჩხარტიშვილი ამბობს, რომ აქტივისტებს ჩანიშნული პროცესის შესახებ პატრულ-ინსპექტორმა ტელეფონით აცნობა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სასამართლოში საბუთები შესული არ იყო. 

შსს პოლიციელს, პატრულ-ინსპექტორს ჰგონია, რომ სასამართლო არის თვითონ. დარეკავს დაკავებულთან და ეუბნება, რომ ამა და ამ დროს არის სასამართლო ჩანიშნული. სასამართლოში სებუთებიც კი არ არის შემოსული ისე იბარებს ადამიანებს, ზოგს 12-ზე, ზოგს 2-ზე და დიდ ბოსტნად გადააქცია „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, - ამბობს ჩხარტიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი სასამართლოს პოლიტიკური დავალბებეის  შემსრულებელ კანტორას უწოდებს და ამბობს, რომ სასამართლოში მხოლოდ იმ შემთხვევაში მივლენ, თუ მათ არა პატრულ-ინსპექტორი, არამედ თავად სასამართლოდან დაუკავშირდებიან. 

ეს შენობა არ არის სასამართლო, ეს არის ჩვეულებრივი კანტორა, რომელიც არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი. მოგვიყვანეს, დაურეკეს პოლიციელებმა კონკრეტულ დაჯარიმებულ ადამიანებს, ასე ვთქვათ, მათი აზრით, სამართალდამრღვევ ადამიანებს და უთხრეს, რომ დღეს სასამართლო იმართებოდა. ვიცოდით, რომ მეოთხე დარბაზში უნდა მივსულიყავით, მაგრამ არავინ არაფერი იცის, - ამბობს გიორგი ბოტკოველი. 

აქტივისტებს  შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავება. აქტივისტები  სამართალდამცველებმა  "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე განხორციელებული შტურმის დროს დააკავეს. მათ გამოძიება პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორეჩილებლობას ედავება.