სინდისის პატიმრების მშობლებმა მოსამართლეები სირცხვილის კორიდორში გაატარეს
მოსამართლეების თავყრილობა პროტესტის ფონზე გრძელდება - კონფერენციაზე მისულ სასამართლოს ე.წ. კლანის სანქცირებულ შეფს და მის თანამოაზრეებს, უკვე ორ საათზე მეტია ქუჩიდან ესმით შეძახილები "მონებო".
სინდისის პატიმრების მშობლებმა, მოსამართლეები სირცხვილის კორიდორში გაატარეს, თუმცა ვერც ერთმა მოსამართლემ ვერ გაბედა, რომ გაბრაზებულ დედებთან ცოტა ხნით შეჩერებულიყო.
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, გომელაურის უწყებას დიდი მობილიზება აქვს. ადგილზე იმყოფება პოლიციის მაღალჩინოსანი ლაშა ჯოხაძე, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, ადგილზე პირადად ხელმძღვანელობს ე.წ. კლანის წევრების შენობაში შეცილების ღონისძიებას. ქუჩაში კი ხმაური და პროტესტი არ წყდება.
"პირველების" ინფრომაციითვე, მოსამართლეთა ნაწილი შენობაში უკანა შესასვლელიდან შევიდა.
ასევე ნახეთ: