თბილისში, "სადგურის მოედანზე" ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

05.05.25 15:31
თბილისში, "სადგურის მოედანზე" ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

თბილისში, "სადგურის მოედანზე" ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა - როგორც ფაქტის თვითმხილველი "პირველებს" უყვება, პირველადი დახმარება კაცს ადგილზე დასაქმებულებმა და გამვლელებმა აღმოუჩინეს, თუმცა სასწრაფო დახმარების მსვლის დროს დაფიქსირდა სიკვდილი. 

მისივე განცხადებით, გამოძახების ადგილზე ბრიგადა დაახლოებით 13 წუთში გამოჩნდა. 

მოქალაქის თქმით,  მამაკაცს დაზიანება სახის არეში აღენიშნებოდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მომხდარის დეტალებს "პირველები" ამ წუთებში არკვევს.