ბრალდების მოწმემ ვერ გამორიცხა, რომ მისი დამზიანებელი შეიძლებოდა პროვოკატორი ყოფილიყო - ადვოკატი
სინდისის პატიმრების ადვოკატები ამბობენ, რომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის წინააღმდეგ მიყვანილმა მოწმე დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ ჩვენება დღეს დაცვის მხარის სასარგებლოდ მისცა.
ადვოკატ ბექა ხოხობაშვილის თქმით, დეტექტივმა, რომელსაც პროკურატურის მტკიცებით აქციაზე თვალი დაუზიანდა და დაზარალებულის სტატუსიც აქვს, ვერ გამორიცხა, რომ მისი დამზიანებელი შეიძლებოდა პროვოკატორი ყოფილიყო.
ბრალდების მოწმე დღეს პირიქით, დაცვის მხარის სასარგებლოდ აღვიქვით ჩვენ, რადგან მან ვერ გამორიცხა, რომ მისი დამზიანებელი შეიძლებოდა ყოფილიყო პროვოკატორი. შესაბამისად, არის უკვე დაშვება მისი მხრიდნა, რომ შავ ფორმაში ჩაცმული, რომელზეც ირაკლი შაიშმელაშვილი ინტერვიუში საუბრობს, აზიანებდნენ ამა თუ იმ ინფრასტრუქტურას, თუ სპე ცრაზმისა და პოლიციის თანამშრომლებს. დაშვების დონეზე უკვე გვაქვს მოცემულობა, როცა თავად ბრალდების მოწმე აღნიშნულთან დაკავშირებით პირდაპირ საუბრობს და გვაქვს პირდაპირ კავშირი მოწმეებთან მიმართებით, რომ არცერთი კონკრეტული მტკიცებულება სინდისი პატიმრების მიმართ არ აქვთ წარმოდგენილი", - ამბობს ადვოკატი ბექა ხოხობაშვილი.
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის წინააღმდეგ მიყვანილმა მოწმე დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ სასამართლო პოლიციელის დახმარებით დაატოვა.
- შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.