ხმაური მზია ამაღლობელის პროცესზე- ნესტან ცეცხლაძე და ზვიად ქორიძე დარბაზიდან გააძევეს
ხმაურია ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სამამართლოში, სადაც მოსამართლე ნინო სახელაშვილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე მსჯელობს.
ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლემ ჟურნალისი ნესტან ცეცხლაძე და მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე სხდომის დარბაზიდან გააძევა.
„თქვენ ხართ სანქცირებული მოსამართლე“ -უთხრა ცეცხლაძემ მოსამართლეს, ვიდრე ის დარბაზს დატოვებდა.
შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძე იკითხება.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სილის გაწვნის შედეგად "ტკივილი განიცადა".
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.