მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს ჩაინიშნა

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელი სხდომაზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე დაიკითხა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ სასამართლო ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
შეგახსენებთ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის საქმეზე, აჭარის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძე დაიკითხა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სილის გაწვნის შედეგად "ტკივილი განიცადა".
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დაცვის მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც საქმის მასალებს იცნობს, ამბობს, რომ დამოუკიდებელი გამოცემების ხელმძღვანელი პოლიტიკური მოტივით ჰყავთ გამოკეტილი ციხეში.
სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.