გუდამაყრის გზაზე კლდე ჩამოიშალა - პირველი კადრები ადგილიდან

23.03.21 16:37
გუდამაყრის გზაზე კლდე ჩამოიშალა - პირველი კადრები ადგილიდან

გუდამაყრის გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე კლდის დიდი მასაა ჩამოშლილი და გაწმენდითი სამუშაობის დაწყების შემთხვევაში ადგილობრივების თქმით, განმეორებით ჩამოშლის საფრთხე არსებობს. 

აღსანიშნავია, რომ აქვე გადის გაზსადენის მილი, რომელსაც ჩამოყრილი ლოდები რამდენიმე სანტიმეტრით აცდა და  აფეთქებას შემთხვევით გადაურჩა. 

გუდამაყარი -ფასანაურის გზაზე  გადაადგილება რამდენიმე საათია  აკრძალულია - სავარაუდოდ, იქ  გეოლოგების ჩასვლაც გახდება საჭირო.