"ამ ხელისუფლებას ასანქცირებენ, ესენი კიდევ ჩვენ გვასანქცირებენ" - ნიკა ნარსია 21-ჯერ დააჯარიმეს
ნიკა ნარსია 21-ედ დააჯარიმეს - სამოქალაქო აქტივისტს ივანიშვილის რეჟიმი კვლავ გზის სავალი ნაწილის უკანონოდ გადაკეტვას ედავება.
ნიკა ნარსია, რომელსაც ჯამურად 105 ათასი ლარი აქვს გადასახდელი, "პირველებთან" ამბობს, რომ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
"ამ ხელისუფლებას ასანქცირებენ, ესენი კიდევ ჩვენ გვასანქცირებენ" - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ფინანსური ტერორით "ოცნება" ხალხის გაჩერებას და გაჩუმებას ცდილობს.
21-ე ჯარიმა არის. გუშინაც დამირეკეს და დღესაც დამირეკეს დილით. ჩემი ყველა აქტივობის შემდეგ მირეკავენ. გუშინ ელჩთან გადავიღე ფოტო და ვიღაცებმა დამირეკეს კომენტარებში, რომ დაგირეკავენო. მართლა დამირეკეს. აღიზიანებთ ევროპული აქტივობები და ყველას ებრძვიან ესე. გადახდას არ ვაპირებ, არც გასაჩივრებას, რადგან მართლა მეზარება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამხელა გზიდან ჩამოვიდე. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. გუშინ მაგარი მარშები გვქონდა. ამ ხელისუფლებას ასანქცირებენ, ესენი კიდევ ჩვენ გვასანქცირებენ. ევროპის სანქციები ედებათ მათ და ამას ვერ გაექცევიან". - განაცხადა ნიკა ნარსიამ.