ვინც არ უნდა დაგვემუქროს, ჩვენ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ - გიგაური კობახიძის განცხადებაზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ივანიშვილის პრემიერის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე კი არა, ვინც არ უნდა, ვინც არ უნდა დაემუქროს დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ხალხს, ბრძოლა არ შეწყდება და ის აუცილებლად გამარჯვებამდე გაგრძელდება.
- გუშინ ირაკლი კობახიძემ "გაფრთხილა" სალომე ზურაბიშვილი და ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას რეჟიმისგან თავისუფალ გარემოში აპირებს და მათ უთხრა, რომ "ფეხი არ დაუცდეთ".
ისინი ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ახერხებენ, იმიტომ დადიან ძალიან დახურულ ლოკაციებზე წერტილოვნად, ვერ გადაადგილდებიან ქუჩაში და ფაქტობრივად ყველა ის დღესასწაული, რომელიც ეძღვნება საქართველოს, საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მომავალს, ამ ღონისძიებებში ხელს ვერ უშლიან ხალხს. ყველას ჩვენ, ვინც ვიბრძვით საქართველოს ევროპული მომავლისთვის გვაქვს ჩვენი გზა და ამ გზაზე, ვინც არ უნდა თქვას და როგორც არ უნდა დაგვემუქროს ჩვენ ამ ბრძოლას არ შევწყვეტთ. ამიტომ მე არ მგონია, რომ პრეზიდენტისთვის ეს მნიშვნელოვანი განცხადება იყოს", - ამბობს ეკა გიგაური.
კობახიძის განცხადებას გუშინ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც უპასუხა.
"ჩემი ფეხი არის მყარი" - უთხრა ივანიშვილის პრემიერს პრეზიდენტმა