გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ამის შესახებ რეჟიმის მამხილებელი ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ ფორმით პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი ციხიდან სისტემას უნდობლობას უცხადებს.
„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“,- აცხადებს ეკა წერეთელი.
გიორგი ჩიკვაიძის ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ბიზნესმენი რეჟიმმა ციხეში მოწამლა. სწორედ ამიტომ ჩიკვაიძის ოჯახმა პენიტენციურ დაწესებულებას განცხადებით მიმართა, რათა მსჯავრდებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
ამასთან, დღეს, 10 მაისს, ეკა წერეთელმა "პირველებთან" განაცხადა, რომ გიორგი ჩიკვაიძესთან საკვების შეგზავნაზე უარი უთხრეს.
ცნობისთვის, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
- შგიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.