“ამ სისტემას ქალები დავუსვამთ წერტილს“-სამოქალაქო აქტივისტები

სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ თაია ცეკვავასა და ნუცა მახარაძეზე თავდასხმა შემთხვევითი არ ყოფილა და ყველაფერი კარგად გააზრებული და ორგანიზებულია.
მათი თქმით, ეს თავდასხმები აფიქრებინებთ, რომ რეჟიმმა ახლა არ იცის, როგორ გაუსწორდეს ქალ აქტივისტებს და “აირჩიეს -მიპარვა, თავდასხმა და დაშინების მცდელობა.“
“ეს ყველაფერი არ ხდება შემთხვევით და სამიზნეში ამოიღეს ქალი აქტივისტები“,- ამბობენ ისინი.
ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ პროტესტს ქალის ხმა აქვს, შეურიგებელი და მტკიცე. რომ განვიხილოთ ეს, ბოლო ორი შემთხვევა, რაღაც განსაკუთრებული ხელწერით, რუსული მეთოდებით განხორციელდა ახალგაზრდა ქალებზე. მანამდე გვახსოვს წიწაკის სპრეით გათიშულ ადამიანებს, შემდეგ ბრილიანტის მწვანე შეასხეს, გუშინ კიდევ ამ წიწაკის სპრეით გათიშულზე იძლადეს მამაკაცებმა, ეს არის სისტემის სახე, იმიტომ რომ ზუსტად ამ ქალების ეშინიათ. ქალი არის შეუპოვარი, როდესაც მის მომავალს ემუქრება საფრთხე. ეს ბრძოლა, გამოცხადებული ტერორი, ქალების წინააღმდეგ იმის ნიშნია, რომ ამ სისტემას ქალების ეშინია. ქალები დავუსვამთ წერტილს,-ამბობს ჯგუფ „წინაპრების“ დამფუძნებელი, თათია მექვაბიშვილი.
ეს თავდასხმები, რაც ქალებზე ხორციელდება, იმის შედეგია, რომ ქალები აქტივიზმში გაძლიერდნენ და აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. რეჟიმმა რელაურად არ იცის, როგორ უნდა მიუდგეს ამ ყველაფერს, რადგან რაღაც წინააღმდეგობასთან როგორია მუშაობა, მისთვის ეს გამოუცდელია, და რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ქალები უნდა დააშინონ. რეალურად, ეს არ ყოფილა ჩვენი ტრადიციები, ყოვლეთვის ისე იყო, რომ ქალს სცემდნენ პატივს და წარმომიდგენია, რამდენად მდაბიო ადამიანი უნდა იყო, რომ კაცი ქალთან 30 ლარად თავდასხმისთვის მიხვიდე, ეს არანაირ პოლიტიკურ ჭრილში არ ჯდება,- აცხადებს თამარ კურატაშვილი.
ამავე თემაზე:
- ქალ აქტივისტს, რომელსაც 5 მაისს წიწაკის სპრეი და ბრილიანტის მწვანე შეასხეს, საგამოძიებო უწყებიდან ამ დრომდე არ დაკავშირებიან
- რას უყვება ქალი „პირველებს“, რომელსაც თავს დაესხნენ და წიწაკის სპრეი შეასხეს