საია TV პირველის ჟურნალისტზე თავდასხმას გმობს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" TV პირველის ჟურნალისტზე თავდასხმას გმობს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ
საიას შეფასებით, მომხდარი ადასტურებს ჟურნალისტების მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტებს, რასაც პირდაპირ უწყობს ხელს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების გულგრილობა.
ასეთი დამოკიდებულება ახალისებს ძალადობას და აჩენს დაუსჯელობის განცდას
ისედაც გაუარესებულ მედიაგარემოში, საია გმობს მომხდარს და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პროკურატურას გავრცელებულ ინფორმაციაზე მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება"- წერს საია.
"პირველების" კორესპონდენტი, რომელსაც გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა და სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ.
112-ში სამი ზარის მიუხედავად, დანაშაულის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ გამოჩენილან.
მარიამ მაკასარაშვილს და "ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაახლოებით 1 საათის წინ გაუსწორდა.
გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.