ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას“ აკისრებს

12.05.25 17:10
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებას“ აკისრებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს თავდასხმას „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინციდენტის სწრაფად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის.

"ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია" - ქარტიის განცხადება                   ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და „ტვ პირველის“ ოპერატორს, რომლებიც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის, გადადგომის მიზეზების გასარკვევად მარტყოფში მის საცხოვრებელ სახლთან მივიდნენ, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა. მან ქალ ჟურნალისტს ხელი გაარტყა, დაარტყა ოპერატორსაც, გატეხა და გაიტაცა ვიდეოკამერა და ჟურნალისტის პირადი მობილური. მარიამ მაკასარაშვილის თქმით, ძალადობის კვალი ეტყობა მასაც და ოპერატორსაც.

მარიამ მაკასარაშვილმა მანამდე გიორგი შინჯიკაშვილის მამასთან ინტერვიუ ჩაწერა. იმ დროს, როცა გადამღები ჯგუფი ტერიტორიის დასატოვებლად ემზადებოდა და ბოლო კადრებს იღებდა, კაცი მოულოდნელად, გადამღები ჯგუფისთვის უცნობი მიზეზით, აგრესიული გახდა.

მარიამ მაკასარაშვილმა ინციდენტის შესახებ შსს-ს შეატყობინა, თუმცა “ტვ პირველის” ცნობით, ერთი საათის შემდეგაც კი, ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები არ ჩანდნენ.

მარიამ მაკასარაშვილს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა და ჩივილებიდან გამომდინარე, მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყდა.

გატაცებული აპარატურა 40 წუთის შემდეგ დააბრუნეს.

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. განსაკუთრებით საგანგაშოა, როცა ეს ხდება ფიზიკური შეურაცხყოფის თანხლებით და როცა მოძალადე პირები განზრახ აზიანებენ პროფესიულ აპარატურას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა “მედიაჩეკერთან” დაადასტურა, რომ გამოძიება დაიწყო. თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია და ინციდენტის სწრაფად გამოძიება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.

ქარტია მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს, რომლის რეპრესიული პოლიტიკა მედიის მიმართ ქმნის გარემოს, სადაც ჟურნალისტების უსაფრთხოება და უფლებები დაცული არ არის და სადაც ადამიანები თავს უფლებას აძლევენ, ჟურნალისტებს თავს დაესხან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ფონზე კი დღემდე არ არის გამოვლენილი და პასუხისგებაში მიცემული არცერთი პირი, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში ჟურნალისტებზე იძალადა",-წერს ქარტია.

"პირველების" კორესპონდენტი, რომელსაც  გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა და სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაჰყავთ. 

112-ში სამი ზარის მიუხედავად, დანაშაულის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ გამოჩენილან. 

მარიამ მაკასარაშვილს და "ტვ პირველის" ოპერატორს გიორგი შინჯიკაშვილის მამა დაახლოებით 1 საათის წინ გაუსწორდა.

გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.

მსგავსი სიახლეები