პოლიციას გიორგი შინჯიკაშვილის სახლიდან კამერის ჩანაწერები არ ამოუღია - არავის დაუკითხავს ჟურნალისტზე თავდამსხმელი

12.05.25 17:29
პოლიციას გიორგი შინჯიკაშვილის სახლიდან კამერის ჩანაწერები არ ამოუღია - არავის დაუკითხავს ჟურნალისტზე თავდამსხმელი

მარტყოფში, გიორგი შინჯიკაშვილის სახლთან საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე არ ჩატარებულა - ტერიტორია, სადაც  გადამდგარი ვიცე გუბერნატორის მამა TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა და ქალ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა, ყვითელი ლენტით არ არის შემოსაზღვრული. 

ადგილზე კრიმინალური პოლიციის 2 თანამშრომელი 112-ში "ტვ პირველის" ზარიდან საათსა და 20 წუთში გაგზავნეს, თუმცა გომელაურის უწყების თანამშრომლებს ექს მაღალჩინოსნის სახლი, სადაც TV პირველის დაზიანებული კამერის დეტალები ამ დრომდე რჩება, არ დაუთვალიერებიათ.

მათ დანაშაულის ადგილიდან არ ამოუღიათ იმ ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომლებიც შინჯიკაშვილების სახლშია დამონტაჟებული და რომელმაც დიდი ალბათობით, თავდასხმის ფაქტი გადაიღო. 

უცნობია, იმყოფება თუ არა თავად გიორგი შინჯიკაშვილი მისივე საცხოვრებელ სახლში. "პირველების" კამერამ გადამდგარი ვიცე გუბერნატორის სახლთან რუსულ ნომრიანი ავტომობილიც გადაიღო. 

თავდასხმაში მხილებული კაცი მედიასთან კონტაქტზე არ გამოდის, საუბარი არ სურთ გიორგი შინჯიკაშვილის ოჯახის სხვა წევრებსაც. 

TV პირველის ინფორმაციით, მარტყოფში სპეცილური საგამოძეიებო სამსახურის თანამშრომლები აპირებენ ჩასვლას, ისინი სავარაუდოდ მარიამ მაკასარაშვილს მომხდარი თავადსხმის შესახებ კითხვებს დაუსვამენ, უცნობია, შევლენ თუ არა კარლო კაციტაძის წარმომადგენლები ქალზე მოძალადე კაცის საცხოვრებელ სახლში. 

"პირველების" კორესპონდენტი, რომელსაც  გადამდგარი ვიცე გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის მამა ფიზიკურად გაუსწორდა და სახეში მუშტი ჩაარტყა, კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. 

გიორგი შინჯიკაშვილი, რომელსაც დაპირისპირება აქვს გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან 
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადადგა.

მსგავსი სიახლეები